ტყიბულში მეშახტეები აქციას მართავენ

ტყიბულში მეშახტეები „საქნახშირისგან“ კუთვნილი ხელფასის დროულად დარიცხვის მოთხოვნით აქციას მართავენ.

დასაქმებულები მერიის შენობასთან შეიკრიბნენ. პროფკავშირის ინფორმაციით, 25 მეშახტე მინდელის და ძიძიგურის შახტებში ჩავიდა. ისინი უარს ამბობენ ამოსვლაზე, სანამ მიმდინარე ხელფასების გაცემა და ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით მეშახტეების სრული ინფორმირება არ მოხდება.