ტყიბულში აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემები დამონტაჟდა

იმერეთის რეგიონში, ტყიბულში, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის გარე პერიმეტრზე, აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემები დამონტაჟდა, რაც ტყის მასივებიდან სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მავნებლის გავრცელების შემცირებას უზრუნველყოფს.

ტყის გარე პერიმეტრზე, ჯამში 10 ათასამდე ფერომონი დამონტაჟდა.

შექმნილია მონაცემების ელექტრონული ბაზაც, შედეგების მიხედვით კი შემდგომი ღონისძიებები დაიგეგმება.

ასევე, მობილიზებულია 150 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა, რაც გასულ წელთან შედარებით გაათმაგებულია.