ტყიბულის შახტში მუშების დაღუპვის ფაქტს შრომის ინსპექცია იკვლევს

ტყიბულის შახტში მუშების დაღუპვის ფაქტს შრომის ინსპექცია იკვლევს. ინსპექტორები უკვე რამდენიმე საათია, მომხდარი ტრაგედიის ადგილზე იმყოფებიან. 2 მუშა გარემოპოვების კარიერზე გამთენიისას დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით,  35 მეტრის სიღრმეზე ჩასულ მუშას ჟანგბადი არ ეყო და გონება დაკარგა, მეორე მუშა მიკროშახტში საშველად ჩავიდა და ჰაერის უკმარისობის გამო, ისიც ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ცნობებით, ადგილზე დაცული არ იყო უსაფრთხოების ზომები და არ იყო ჩართული ეგრეთ წოდებული ჰაერის კომპრესორი. ტრაგედია კერძო კომპანიის მფლობელობაში არსებულ შახტში მოხდა, რასაც 27 და 59 წლის მამაკაცების სიცოცხლე ემსხვერპლა.

მომხდარის დეტალებს გამოძიება სწავლობს.