ტყიბულის ეკლესიაში შახტში დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

ამ წუთებში ტყიბულის ეკლესიაში მინდელის შახტში დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. გარდაცვლილ მეშახტეებს დღეს დაკრძალავენ. მათთვის პატივის მისაგებად დაღუპულების ახლობლები და რიგითი მოქალაქეები დილიდან ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ.

უკვე ორშაბათიდან ტყიბულში აქციების განახლება იგეგმება. მოთხოვნები უცვლელია, მეშახტეები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და გარანტიას ითხოვენ, რომ გამოძიების დასრულებამდე, დახურული შახტების მიუხედავად, თანამშრომლები ანაზღაურებას მაინც მიიღებენ.