ტყეების აღდგენაზე მუშაობა გრძელდება
დეგრადირებული ტყეების აღდგენაზე მუშაობა გრძელდება. ტყიბულის სატყეო უბნის, მუხურისა და საწირის სატყეოებში დეგრადირებული ტყის აღდგენის პროექტი, ჯამში 6 ჰა ფართობზე განხორციელდება.
ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტები აღდგენის პროექტს შეიმუშავებენ, სამუშაოები კი – 2027 წელს დაიწყება. მუხურის ტერიტორიაზე კოლხური ბზის და წაბლის შერეული კორომი იყო გავრცელებული, რომელიც მავნებლის ზემოქმედების შედეგად, დღეის მდგომარეობით განადგურებულია. პერიმეტრის შემოღობვისა და გაწმენდის შემდეგ დაიგეგმება ისეთი სახეობების დარგვა, რომლებიც თავდაპირველი ეკოსისტემის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. საწირის ტერიტორიაზე კი – საორიენტაციოდ: მუხის, ფიჭვის, წაბლისა და წიფლის სახეობების დარგვა იგეგმება.