თვითმმართველობის შუალედური არჩევნები – წინასწარი მონაცემები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით: ვანის, დმანისის, წალკისა და ახმეტის მაჟორიტარულ ოლქებში, შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა უმეტესობამ ნდობა „ქართულ ოცნებას“ გამოუცხადა. უფრო კონკრეტულად, ვანის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების” კანდიდატმა ხმების 87 162%, ჯამში 387 ხმა მიიღო, „ძლიერი საქართველო ლელოს“ კანდიდატმა 12, 838 %, ჯამში, 57 ხმა.
რაც შეეხება დმანისის მაჟორიტარულ ოლქს, „ქართული ოცნების“ კანდიდატს ამომრჩეველთა 98,496 %-მა 131 ხმით დაუჭირა მხარი, „ლელოს“ კანდიდატმა კი 1, 504 პროცენტი, ჯამში ორი ხმა მიიღო.
წალკის მაჟორიტარულ ოლქში ,,ქართული ოცნების” კანდიდატს 96-737 %-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი, ჯამში 415 ხმით, „ლელოს“ ლიდერმა კი 14 ხმა მიიღო, ჯამში 3, 263 პროცენტი.
რაც შეეხება ახმეტის მაჟორიტარულ ოლქს, აქ არჩევნებში მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატი მონაწილეობდა და მან 115 ხმა მიიღო. ცესკო-ს ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 1 136 შეადგინა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51 ,6 პროცენტს შეადგენს.
შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, მათ შორის – ოთხი წალკაში. არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო ჯამში ორი პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის შვიდი კანდიდატი. დმანისში, წალკასა და ვანში რეგისტრირებული არიან კანდიდატები საარჩევნო სუბიექტებიდან „ქართული ოცნება“ და „ძლიერი საქართველო – ლელო“, ხოლო ახმეტაში რეგისტრირებული იყო მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატი.