თვითმმართველობის შუალედური არჩევნები – წინასწარი მონაცემები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით: ვანის, დმანისის, წალკისა და ახმეტის მაჟორიტარულ ოლქებში, შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა უმეტესობამ ნდობა ქართულ ოცნებას გამოუცხადა. ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 51 პროცენტს გადააჭარბა. შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში, ჯამში, შვიდი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, მათ შორის ოთხი წალკაში. არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო ჯამში ორი პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის შვიდი კანდიდატი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო პროცესი მშვიდ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა. პროცესი შეაფასეს მმართველ გუნდშიც.ცესკო