თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა

12:05, 15.09.2026

პარლამენტი ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროების გაერთიანების საკითხს დაჩქარებული წესით განიხილავს. ცვლილებები პირველი მოსმენით დღეს თვითმმართველობის კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა. დღის განმავლობაში ცვლილებები პლენარულ სხდომაზე გავა. მმართველი გუნდი სამინისტროების გაერთიანების მიზეზად დეცენტრალიზაციას ასახელებს. ცვლილებებს აკრიტიკებს გიორგი გახარიას გუნდი. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სამინისტროების მორგება კონკრეტულ ადამიანებზე ხდება.

მსგავსი