თვითმმართველობის განვითარების გეგმა

როგორ უნდა განვითარდეს თვითმმართველობა საქართველოში? ხელისუფლების ხედვის პრეზენტაცია პარლამენტის თბილისში მდებარე შენობაში გაიმართა.

კონფერენციას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ რეგიონებს შორის უთანასწორობა უნდა აღმოიფხვრას. ამისთვის რამდენიმე მიზანია მისაღწევი. მიზნის მიღწევის გზებს კი მოგვიანებით წარადგენენ.

დღევანდელ პრეზენტაციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ მხოლოდ ხედვა წარმოადგინა.