თვითმმართველობის არჩევნების თარიღი ცნობილია - პარტიების გეგმები

თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება – აღნიშნულთან დაკავშირებული განკარგულება პრეზიდენტმა ოფიციალურად გამოსცა. ცესკო-ს არჩევნებში მონაწილეობისთვის ამ დროისთვის ხუთმა პარტიამ მიმართა – „ქართულმა ოცნებამ“, „ლელომ“, „გახარია საქართველოსთვის“, „კონსერვატორები საქართველოსთვის“ და „მამული, ენა, სარწმუნოებამ“. არჩევნებამდე ორი თვით ადრე ისევ უცნობია, ვინ იქნება „ლელოსა“ და გიორგი გახარიის პარტიის მერობის საერთო კანდიდატი, თუმცა, ცნობილია, რომ მსჯელობენ გიორგი შარაშიძესა და ალეკო ელისაშვილზე. არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება „გირჩიც“, სადაც ამბობენ, რომ ცესკო-ს 8 აგვისტომდე მიმართავენ.

ოპოზიციური პარტიების მეორე ნაწილი არჩევნებში მონაწილეობის ნაცვლად, მძლავრი პროტესტისთვის ემზადება. „ქართულმა ოცნებამ“ კი მერობის კანდიდატად ისევ კახა კალაძე წარადგინა და დედაქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატებსაც უახლოეს დღეებში დაასახელებს.