თვითმმართველობის არჩევნების შედეგები – შეფასებები
4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგი, ჯერ ცესკოს ოფიციალურად არ გამოუცხადებია, თუმცა ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ ოპონირებას „ლელო – ძლიერი საქართველოს“, გიორგი გახარიას პარტიისა და „გირჩის“ წევრებიც გაუწევენ, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ განსხვავებით საპარლამენტო არჩევნებისგან – „ლელო“ და გახარიას პარტია ბოიკოტის გზას აღარ მიმართავს. მათ შორის ეს საკითხი გახდა ახლა შეფასებების თემა პოლიტიკურ სპექტრში – რა შეიცვალა ამ ორი პარტიისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებით და არის თუ არა ეს გადაწყვეტილება იმის ირიბი აღიარება, რომ ამ პარტიებში საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტირებასაც, ახლა არასწორად თვლიან. გახარიას პარტიაში ამას არ მალავენ, ლელოში კი ამტკიცებენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებს შორის დიდი განსხვავებაა. მმართველ გუნდში ამ პარტიების ორივე გადაწყვეტილებას, გარე დავალებებს უკავშირებენ.