თვითმმართველობის არჩევნების საკითხი
 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი ოპოზიციაში ისევ უთანხმოების საგანია. ამ დროისთვის ერთადერთი პარტია, რომელიც მკაფიოდ აცხადებს, რომ პროცესში ჩაერთვება – „გირჩია“. მუნიციპალური არჩევნებისთვის მზადების შესახებ მიუთითებს გიორგი გახარიაც. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა კი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იმსჯელებს, თუ ახალი საპარლამენტო არჩევნები ახალი პირობებით ჩატარდება და საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირები გათავისუფლდებიან.
ოპოზიციის ნაწილი პროგნოზირებს, რომ მუნიციპალურ არჩევნებთან ერთად ხელისუფლება ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებსაც ჩაატარებს, ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა ისაუბრა. მის განცხადებას პოლიტიკური პარტიები აფასებენ.