თვითმმართველობის არჩევნები – უთანხმოება ოპოზიციაში

15:17, 02.07.2025

ვინ მიიღებს და ვინ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. კენჭისყრამდე რამდენიმე თვე რჩება, თუმცა ოპოზიციაში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. ამ ეტაპზე არჩევნებისთვის ემზადება გახარიას პარტია და „გირჩი“. „ლელო“ კვლავ ფიქრისა და კონსულტაციების პროცესშია. სხვა ოპოზიციონერი პარტიები კვლავ უარს ამბობენ და ბოიკოტის მნიშვნელობაზე მიუთითებენ, რაც წერილობითაც დაადასტურეს. მმართველ გუნდში კი გამარჯვების სჯერათ და ამბობენ, რომ ოპოზიცია საბოლოდ არჩევნებში ჩაერთვება და მათი რეიტინგიც დადასტურდება.

მსგავსი