ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი კვლავ გაურკვეველია. „ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ისევ კატეგორიულად გამორიცხავენ კენჭისყრის პროცესში ჩართვას. მათგან განსხვავებით, არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადებიან „გირჩი“ და „გახარია საქართველოსთვის“. „ლელოს“ ლიდერი კი მზადყოფნას გამოთქვამს ერთიანი პლატფორმის შესაქმნელად, საერთო სიითა და ძლიერი კანდიდატით, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება ერთხმად გადაწყვეტს. მმართველი გუნდისთვის ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება არაფერს ცვლის და მიაჩნია, რომ არჩევნებზე გამარჯვებას მოიპოვებს.