ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა ოპოზიციაში.
„ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ კენჭისყრის პროცესში ჩართვას, კატეგორიულად გამორიცხავს. არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადებიან „გირჩი“ და „გახარია საქართველოსთვის“. „ლელოს“ ლიდერი კი მზადყოფნას გამოთქვამს ერთიანი პლატფორმის შესაქმნელად, თუ საჭიროა, ახალი ნომრით, საერთო სიით, ძლიერი კანდიდატით, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება ერთხმად გადაწყვეტს. ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება არაფერს ცვლის მმართველი გუნდისთვის, რომელსაც მიაჩნია, რომ არჩევნებზე გამარჯვებას მოიპოვებს.