თვითმმართველობის არჩევნები - უთანხმოება ოპოზიციაში
ვინ მიიღებს და ვინ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ბარიერგადალახულ პარტიებს სწორი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს, რაც მათი მოსაზრებით არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმაა. ამ ეტაპზე მონაწილეობა გადაწყვეტილი აქვს პარტია „გირჩს“. არჩევნებისთვის ემზადება „გახარია საქართველოსთვის“, ხოლო ფიქრის პროცესშია პარტია „ლელო“, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით, დანარჩენ ოპოზიციას კონსულტაციებს სთავაზობს. თავის მხრივ, საარჩევნოდ მზადება დაწყებული აქვს მმართველ გუნდს, რომელიც გამარჯვებაში დარწმუნებულია.