თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი კვლავ განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. „გირჩი“ კვლავ ერთადერთია, რომელიც საარჩევნო მარათონში ჩართვას უკვე თვეებია ღიად აანონსებს. თვითმმართველობის არჩევნებისთვის სავარაუდოდ ემზადება გახარიას პარტიაც. ამ ეტაპზე ფიქრის პროცესშია „ლელო“, სადაც არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ოპოზიციურ პარტიებთან დისკუსიების გამართვის ინიციატივით გამოდიან. „ლელოს“ შეთავაზება, ისევე როგორც არჩევნებში მონაწილეობა, კატეგორიულად მიუღებელია სხვა პოლიტიკური ლიდერებისთვის.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართული ოცნება“ საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია.