თვითმმართველობის არჩევნები - უთანხმოება ოპოზიციაში

ვინ მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში და ვინ არა – საკითხი ოპოზიციაში ისევ ურთიერთდაპირისპირების თემაა. პარტია „ლელოს“ სურვილი, რომ მმართველი გუნდის ოპონენტები ჩაერთნონ პროცესში და მათ მერობის ერთიანი კანდიდატი წარადგინონ, კრიტიკის საფუძველი გახდა. მწვავე განცხადებებს აკეთებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და კოალიციაში „ცვლილებებისთვის“. აღნიშნულ პარტიებში ამბობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა „ქართული ოცნებისთვის“ იქნება სასარგებლო.

ამ ეტაპზე დადასტურებულად არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან „გახარია საქართველოსთვის“ და „გირჩი“. „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის გადაწყვეტილება გარე ძალების მიერ მიცემულ დირექტივებზეა დამოკიდებული.