მიიღებს თუ არა ბარიერგადალახული ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას – ეს საკითხი კიდევ ერთხელ აქტუალური „ლელოს“ განცხადების შემდეგ გახდა, რომლის მიხედვითაც ამ თემაზე პარტიებმა დისკუსია უნდა გამართონ.
„ლელოს“ შეთავაზებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან „ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“. „გახარია საქართველოსთვის“ კი არჩევნებში შესაძლო მონაწილეობაზე უკვე დიდი ხანია საუბრობს.