თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ოპოზიციაში კი კვლავ განსხვავებულია შეხედულებები მონაწილეობასთან დაკავშირებით. კენჭისყრისთვის ემზადებიან „გირჩი“ და „გახარია საქართველოსთვის“. ამ დრომდე საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს პარტია „ლელოს“, სადაც განმარტავენ, რომ კოლეგების მხრიდან ზეწოლა მათ გადაწყვეტილებაზე არ იმოქმედებს. სხვა ოპოზიციონერები კი ამბობენ, რომ აუცილებელია ერთობლივი ბოიკოტი. მმართველ გუნდში კი გამარჯვებაში დარწმუნებული არიან.