თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციაში აზრი კვლავ ორად არის გაყოფილი. პარტიებში „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო“ განმარტავენ, რომ გადაწყვეტილებას მხოლოდ თავიანთი ამომრჩევლის ნებისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ. ამ ეტაპზე არჩევნებში მონაწილეობა გაცხადებული აქვს გიორგი გახარიას პარტიას, „ლელო“ კი კონსულტაციებისთვის კარს ღიას ტოვებს. თავის მხრივ, პრინციპულ პოზიციას ამ დრომდე ინარჩუნებს დანარჩენი რვა ოპოზიციური პარტია, რომელმაც არჩევნებში მონაწილეობაზე უარი წერილობითაც დაადასტურა. რაც შეეხება მმართველ გუნდს, მათ იმედი აქვთ, რომ ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და ამით ოპონენტების დაბალი რეიტინგი კიდევ ერთხელ გახდება თვალსაჩინო.