77 დღე თვითმმართველობის არჩევნებამდე – „ლელოსა“ და გიორგი გახარიას პარტიას შორის კონსულტაციები გრძელდება. პოლიტიკურ ჯგუფებს ადგილობრივი არჩევნებისთვის ერთიანი კანდიდატების შერჩევა სურთ. საუბარია მათ შორის თბილისის მერობის კანდიდატზეც, თუმცა გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ ამ პოზიციაზე არც გიორგი გახარია და არც „ლელოს“ ლიდერები — მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არ განიხილებიან.
ამ თანამშრომლობის ფონზე, ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ბოიკოტის რეჟიმში რჩება, არჩევნებში მონაწილეობისთვის ორივე პარტიას მკაცრად აკრიტიკებს. რაც შეეხება მმართველ გუნდს – „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ 63-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.
ნათია ქენქაძე გვიერთდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში.