თვითმმართველობის არჩევნები - ურთიერთბრალდებები ოპოზიციაში

„ლელოსა“ და გიორგი გახარიას პარტიები მერობის ნეიტრალურ კანდიდატზე შესაჯერებლად კონსულტაციებს იწყებენ. ლიდერები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ოპოზიციას გაერთიანებისკენ და აცხადებენ, რომ არჩევნების ბოიკოტი „ქართულ ოცნებას“ აძლიერებს. მიღებული გადაწყვეტილება კრიტიკის საგანია ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიებისთვის, რომლებიც ხელმოწერილ მემორანდუმს „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებად მიიჩნევენ. მმართველი გუნდის განცხადებით კი, ეს გადაწყვეტილება საზოგადოების მოტყუების კიდევ ერთი მცდელობაა.