თვითმმართველობის არჩევნები თუ მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის

კონსენსუსით მიღებული შეთანხმება, რომელიც შესაძლოა პოლიტიკურ პარტიებს შორის უთანხმოების ახალ მიზეზად იქცეს – საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში საარჩევნო ბარიერის თემა სადავო ხდება. პირველი მოსმენით მიღებულ დოკუმენტში ორი პროცენტი ჩაიწერა, რასაც ყველა საპარლამენტო ძალა დაეთანხმა. თუმცა „ქართული ოცნება“ არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ბარიერი მეორე მოსმენისას გაიზარდოს.

ორი თუ სამი პროცენტი? ეს შესაძლოა ნაკლებად პრინციპული საკითხი ყოფილიყო, რომ არა ოპოზიციის საარჩევნო სტრატეგია – პოლიტიკური პარტიების ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსა და მის შედეგებს  სწორედ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის კონტექსტში განიხილავს და იმედი აქვს, რომ რიგგარეშე არჩევნები მთლიანად პროპორციული მოდელითა და ორპროცენტიანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. ეს გათვლა შესაძლოა არ გამართლდეს – იმის გათვალისწინებით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას „ქართული ოცნების“ ხმებიც სჭირდება. თუ პარტიებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა, ძალაში დღეს მოქმედი საკონსტიტუციო ნორმა დარჩება, რაც პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგსაც შეცვლის.

ნათია ქენქაძე, ლევან ქართველიშვილი გიამბობთ.