დაპირისპირება ოპოზიციურ სპექტრში – ბარიერგადალახული ორი პარტია სამომავლო ხედვებსა და პრიორიტეტებზე ვერ თანხმდება. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს განსხვავებულად უყურებენ „ლელოსა“ და „ახალში“. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ბოლო დღეებში გავრცელებულ განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ მიუხედავად 26 მაისს, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ მხრიდან გაკეთებული მკაფიო განცხადებისა, – რომ მხოლოდ ახალ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, პარტია „ლელო“ საერთო ოპოზიციური ვექტორიდან უხვევს, რასაც დისონანსი შემოაქვს. ხოშტარიას თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ბრძოლის შეწყვეტაა და სინდისის პატიმრებისა და პოლიტიკური პარტნიორების ციხეში ყოფნის ფონზე – ამორალურია.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი და როგორია მხარეთა პოზიციები? – თამუნა წიკლაურის ჩართვა #მოამბე