ხუთი დღე თვითმმართველობის არჩევნებამდე – როგორია მოლოდინი და პოლიტიკური პარტიების გეგმები. „ქართული ოცნების“ ოპონენტების ნაწილი კვლავ მშვიდობიან დამხობაზე საუბრობს. 4 ოქტომბერს დაგეგმილი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების გადაბარების შემდეგ, უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა.
რაც შეეხება მეორე ნაწილს, ისინი არჩევნების გზით გეგმავენ „ქართული ოცნების“ დამარცხებას. ოპოზიციის ნაწილი ემიჯნება რადიკალურ მოწოდებებსა და ნაბიჯებს და ბრძოლის მთავარ შესაძლებლობად არჩევნებს მიიჩნევს. დაგეგმილ პროტესტს სკეპტიკურად უყურებს „გირჩი“. შეფასებები კეთდება მმართველ გუნდშიც, სადაც მიაჩნიათ, რომ არჩევნები პირველივე ტურში დასრულდება.