თვითმმართველობის არჩევნები - პოზიციები ოპოზიციაში

მამუკა ხაზარაძეს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა სურს და ოპოზიციას მიმართავს წინადადებით, ერთიანი ძალებით და მერობის საერთო კანდიდატით დაუპირისპირდნენ „ქართულ ოცნებას“. ამ შეთავაზებაზე პასუხი ძირითადად კრიტიკულია, რაც უარს ნიშნავს, ამიტომ ამ ეტაპზე უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს თავად მამუკა ხაზარაძე არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

„ლელოს“ ლიდერი ჯერჯერობით კონტრარგუმენტებს ელის და ბარიერგადალახულ ოთხივე პარტიასთან მსჯელობისთვის მზად არის, მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის თანამონაწილეობით.

რა ხედვები აქვთ პოლიტიკურ პარტიებს და როგორ აფასებს ამ შეთავაზებას მმართველი გუნდი – თამარ წიკლაურმა მოისმინა დღეს მათი პოზიციები.