თვითმმართველობის არჩევნები - პოლიტიკური სუბიექტების გეგმები

ოპოზიციის დიდი ნაწილი 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ოპოზიციიდან, დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ პარტია „გირჩი“ აპირებს. „ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის პოზიციას საბოტაჟად აფასებს და არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას არასწორ პოლიტიკურ ნაბიჯს უწოდებს. კონსტიტუციის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება.