თვითმმართველობის არჩევნები – პოლიტიკური სუბიექტების გეგმები

18:14, 13.03.2025

ჯერ ისევ არ არის გარკვეული, ვინ მიიღებს მონაწილეობას 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ოპოზიციიდან ბრძოლას მხოლოდ პარტია „გირჩი“ გეგმავს. სხვა ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები არჩევნებში მონაწილეობას ამ ეტაპზე არ აპირებენ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, თვითმმართველობის არჩევნების ობიექტურად ჩატარების იმედი არსებული ხელისუფლების პირობებში არ აქვთ, შესაბამისად, მონაწილეობის მიღების აზრს ვერ ხედავენ.

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის პოზიციას საბოტაჟად აფასებს. კონსტიტუციის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.

მსგავსი