ჯერ ისევ არ არის გარკვეული, ვინ მიიღებს მონაწილეობას 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში. ხმის მიცემის პროცესი შვიდ თვეში გაიმართება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ოპოზიციიდან ბრძოლას მხოლოდ პარტია „გირჩი“ გეგმავს.
სხვა ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები არჩევნებში მონაწილეობას ამ ეტაპზე არ აპირებენ. ოპონენტების ამ პოზიციას „ქართული ოცნება“ საბოტაჟად აფასებს. კონსტიტუციის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოთხ ოქტომბერს უნდა გაიმართოს.