თვითმმართველობის არჩევნები - პოლიტიკური სუბიექტების გეგმები

ვინ მიიღებს 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას,- ეს კითხვა უფრო და უფრო აქტუალური ხდება. არჩევნებამდე 7 თვე რჩება და ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ოპოზიციიდან ბრძოლას მხოლოდ პარტია „გირჩი“ გეგმავს. სხვა ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები არჩევნებში მონაწილეობას ამ ეტაპზე არ აპირებენ. ოპონენტების ამ პოზიციას „ქართული ოცნება“ საბოტაჟად აფასებს. ცნობისთვის, კონსტიტუციის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოთხ ოქტომბერს უნდა გაიმართოს.