2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის დიდი ნაწილი მონაწილეობას არ აპირებს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ოპოზიციიდან დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ პარტია „გირჩი“ გეგმავს. „ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის პოზიციას საბოტაჟად აფასებს. კონსტიტუციის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება.