თვითმმართველობის არჩევნები – პოლიტიკური პოზიციები
თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციაში კვლავ დაპირისპირების თემაა. მიხეილ ყაველაშვილის შეწყალების აქტის შემდეგ, საპატიმროდან გამოსულ ხაზარაძე-ჯაფარიძეს სხვა ოპოზიციონერები გადაწყვეტილების შეცვლას ურჩევენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ „ლელოს“ მოუწოდებენ, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვან და ბრძოლის მათ მეთოდს შეუერთდნენ.
უკან დახევას არ აპირებენ „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“, სადაც ფიქრობენ, რომ ბრძოლისთვის ყველა შესაძლო გზა უნდა გამოიყენონ.
რაც შეეხება მმართველ გუნდს – უმრავლესობაში დარწმუნებულები არიან, რომ ოპოზიციის ყველა მცდელობა ფუჭია, რადგან 64-ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვებას „ქართული ოცნება“ მოიპოვებს.