თვითმმართველობის არჩევნები - პოლიტიკური პოზიციები

ისევ განხილვის საგანია, მიიღებენ თუ არა ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. „ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლები ამას კატეგორიულად გამორიცხავენ. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებზე მსჯელობა უნდა არსებობდეს, რადგან, მათი შეფასებით, სხვა საკითხებზე საუბარი „ქართული ოცნების“ პროპაგანდის ნაწილია. ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც დაზუსტებით აცხადებს, რომ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, გირჩია. „გახარია საქართველოს“ გუნდში კი ამბობენ, რომ ემზადებიან როგორც ხელახალი საპარლამენტო, ისე თვითმმართველობის არჩევნებისთვის, თუმცა, ამ პარტიაში კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე ჯერჯერობით არ საუბრობენ.