ვინ მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში – „ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები საარჩევნო მარათონში ჩართვას კატეგორიულად გამორიცხავენ. მათი თქმით, პოლიტიკურ დღის წესრიგში მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებზე მსჯელობა უნდა იყოს, რადგან სხვა საკითხები ახლა „ქართული ოცნების“ პროპაგანდის ნაწილია. ერთადერთი პარტია, რომელიც არჩევნებისთვის ემზადება, „გირჩია“. „გახარია საქართველოსთვის“ წევრები კი ჯერჯერობით კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე არ საუბრობენ.