თვითმმართველობის არჩევნები - პოლიტიკური პოზიციები

2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი ისევ უთანხმოების თემაა ოპოზიციაში. პარტია „გირჩი“ აცხადებს, რომ პროცესში ჩაერთვებიან. მუნიციპალური არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს გიორგი გახარიაც. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა კი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იმსჯელებს, თუ ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება და აქციების დროს დაკავებული პირები გათავისუფლდებიან. მმართველ გუნდში კი დარწმუნებულები არიან, რომ ოპოზიცია სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით გარე ძალების გადაწყვეტილებას ელოდება.