თვითმმართველობის არჩევნები - ოპოზიციის სამოქმედო გეგმა
 როგორ მიმდინარეობს მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის – მაშინ, როდესაც ოპოზიციის ნაწილი, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“, არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და 4 ოქტომბერს მძლავრ პროტესტს აანონსებს, „ლელოში“ აცხადებენ, რომ გახარიას პარტიასთან ერთად, კონსულტაციები აქტიურ ფაზაშია და უკვე შერჩეულია მერობის ხუთი კანდიდატი, რომელთა შორისაც შესაძლოა, ალეკო ელისაშვილიც იყოს. თუმცა, საბოლოოდ „ლელო – ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატს 4 სექტემბრამდე დაასახელებენ.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, მესამე ვადით მერობის კანდიდატად კახა კალაძე ოფიციალურად წარადგინეს და მას უკონკურენტოდ მიიჩნევენ და გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან. მათი აზრით, ოპოზიციის მიზანი ქვეყანაში არეულობაა.