თვითმმართველობის არჩევნები - ოპოზიციის კანდიდატები
თვითმმართველობის არჩევნებამდე 64 დღით ადრე, მმართველი პარტია უკვე სრულ მზადყოფნაშია. თბილისის მერობის კანდიდატი ოფიციალურად დასახელებული, წინასაარჩევნო კამპანია კი პრაქტიკულად დაწყებულია. ამ ფონზე, ოპოზიციურ სპექტრში პროცესი შედარებით ნელი ტემპით მიმდინარეობს. „ლელოსა“ და გიორგი გახარიას პარტიას შორის გაფორმებული შეთანხმების მიუხედავად, ერთიანი კანდიდატების სახელები ჯერჯერობით ისევ უცნობია. იმის მიუხედავად, რომ თავდაპირველად მხარეები დამოუკიდებელ და აპოლიტიკურ ფიგურებზე საუბრობდნენ, ბოლო დღეებში პოტენციურ კანდიდატებად პოლიტიკური ლიდერების განხილვაც საჯაროდ დაიწყეს. კანდიდატის გარშემო კონსულტაციები გრძელდება „გირჩშიც“.
რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს – ისინი კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და 4 ოქტომბერს საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. ეს გეგმა მმართველი გუნდისთვის მორიგი წარუმატებელი სცენარია.
თამარ წიკლაური დეტალებით.