ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი კვლავ ურთიერთბრალდებების თემაა.
კოალიცია „ცვლილებებისთვის“ იმედოვნებს, რომ ოპოზიციური პარტიები პრინციპულ პოზიციაზე შეჯერდებიან და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ. ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრობს გიორგი ვაშაძეც და ამბობს, რომ გადაწყვეტილება არგუმენტებზე დაყრდნობით უნდა მიიღონ. „თავისუფლების მოედანი“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავს. „ძლიერი საქართველოს“ წევრი ვატო სურგულაძე ამბობს, რომ ხელისუფლების დასამარცხებლად ოპოზიციამ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს. მმართველ გუნდში კი მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის გეგმებში არა არჩევნებში მონაწილეობა, არამედ დესტრუქციაა.