ისევ განხილვის თემაა, ვინ მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას – „გირჩი“ კვლავ ერთადერთია, რომელიც საარჩევნო მარათონში ჩართვას უკვე თვეებია, ღიად აანონსებს. არჩევნებისთვის, სავარაუდოდ, ემზადება გახარიას პარტიაც. ამ ეტაპზე ფიქრის პროცესშია „ლელო“, რომელიც მონაწილეობასთან დაკავშირებულ დისკუსიებზე აღარ საუბრობს და ამჯერად აქცენტს ოპოზიციური ერთობის აღდგენაზე აკეთებს. პარტიის ლიდერები თვლიან, რომ წინააღმდეგობის პლატფორმა უნდა გააქტიურდეს.
უცვლელია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია, სადაც თვლიან, რომ ყველა ვინც ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს ან საუბრობს, „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობს.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართული ოცნება“ საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია, ოპოზიციას კი კვლავ გარე ძალების დავალებების შესრულებაში ადანაშაულებს.