თვითმმართველობის არჩევნები - ოპოზიციის გეგმები

მიიღებს თუ არა ბარიერგადალახული ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას – საკითხი კიდევ უფრო გააქტიურა „ლელოს“ პოზიციამ, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე პარტიებმა დისკუსია უნდა გამართონ.

ირაკლი კუპრაძემ მანამდე განაცხადა, რომ თბილისის მოგება შესაძლებელია და ამაზე უარის თქმა არ შეიძლება. „ლელოს“ შეთავაზებას, დისკუსიაში ჩართვის თაობაზე, კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან „ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“. „გახარია საქართველოსთვის“ კი უკვე დიდი ხანია საუბრობს მონაწილეობაზე.