თვითმმართველობის არჩევნები - ოპოზიციის გეგმები

 „გირჩმა“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის აქტიური მზადება დაიწყო. პარტიაში წინასაარჩევნო შეხვედრებს აანონსებენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი კვლავ აცხადებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა ხალხისა და ქვეყნის ღალატია. მათივე განმარტებით, ვინც კენჭისყრის პროცესში ჩაერთვება, მათ პასუხს ამომრჩევლები 4 ოქტომბერს გასცემენ.

მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიციის იმ ნაწილსაც კი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა, საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული აქვს.