ხელახალი საპარლამენტო თუ თვითმმართველობის არჩევნები – ოპოზიციური პარტიების ნაწილი რეგიონებში შეხვედრებს მართავს თუმცა ამბობენ, რომ რეგიონული კამპანიის მთავარი მიზანი და ამოცანა რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებთან მჭიდრო კოორდინაციაა. ოპოზიციური პარტიებიდან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ამ ეტაპზე კატეგორიულად მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახლები“ გამორიცხავენ. უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, ოპოზიცია აზრს შეცვლის და მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.