თვითმმართველობის არჩევნები - ოპოზიციის გეგმები

რისთვის ემზადება ოპოზიცია – ეს არის კითხვა, რომლის პასუხიც ისევ ბუნდოვანია. ამ დრომდე დაზუსტებით ცნობილი არ არის, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვინ მიიღებს და ვინ არა. რამდენიმე პარტიის ბუნდოვან პოზიციასთან ერთად, ოპოზიციის სამომავლო გეგმებში კითხვის ნიშნებს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებიც აჩენს.

შალვა პაპუაშვილი რამდენიმე დღეა ამტკიცებს, რომ როგორც „ლელო“, ისე „გახარია საქართველოსთვის“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება, ამომრჩეველს კი საპირისპიროს უმტკიცებს. ოპოზიციური პარტიებიდან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ამ ეტაპზე კატეგორიულად მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახლები“ გამორიცხავენ.

ხატია ჯამალაშვილი დეტალებით.