ხელახალი საპარლამენტო თუ თვითმმართველობის არჩევნები – რისთვის ემზადება ოპოზიცია. მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, რამდენიმე პარტიის ბუნდოვან პასუხთან ერთად, ოპოზიციის სამომავლო გეგმებში კითხვის ნიშნებს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებიც აჩენს. შალვა პაპუაშვილი მეორე დღეა ამტკიცებს, რომ როგორც „ლელო“, ასევე „გახარია საქართველოსთვის“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება, ამომრჩეველს კი საპირისპიროს უმტკიცებს.
ოპოზიციური პარტიებიდან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ამ ეტაპზე კატეგორიულად მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახლები“ გამორიცხავენ.