თვითმმართველობის არჩევნები – ოპოზიციის გეგმები

18:16, 22.09.2025
მზადება 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის და ოპოზიციის გეგმა – ნაწილი არჩევნებში მონაწილეობს, ნაწილის აზრით კი ხელისუფლების შეცვლას ქუჩიდან მოახერხებენ. როგორც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, 4 ოქტომბერს მშვიდობიანი რევოლუცია მოხდება დედაქალაქის  მთავარ გამზირზე. პარალელურად, არ წყდება ურთიერთბრალდებებიც, თუ ვინ არის „ქართულ ოცნებასთან“  კომუნიკაციაში წინასაარჩევნოდ. მაგალითად, სალომე სამადაშვილის განმარტებით, ყველა, ვინც არჩევნებზე არ მივა, ეხმარება ბიძინა ივანიშვილს. პარალელურად, კეთდება განცხადებები, რომ 4 ოქტომბერს ხელისუფლება დაცვის პოლიციის თანამშრომლების გამოყვანაზეც კი მსჯელობს, როგორც ანა წითლიძე აცხადებს, აღნიშნული ხალხის დიდი რაოდენობის გამოსვლას უკავშირდება.
განცხადებებს და ურთიერთბრალდებებს მმართველ გუნდში შიდა გადალაგებას უწოდებენ და ნებისმიერი მიმართულებით ოპონენტების მარცხზე მიუთითებენ. 
 
 
 

მსგავსი