თვითმმართველობის არჩევნები - ოპოზიციის გეგმები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე ისევ უცნობია ოპოზიციური პარტიების მერობის კანდიდატების ვინაობა. გიორგი გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ „ლელოსთან“ აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს საერთო პოზიციების შესაჯერებლად. მათივე ინფორმაციით, ხუთ კანდიდატს შორის ალეკო ელისაშვილი და გიორგი შარაშიძე სახელდებიან. გარკვეულ რეგიონებში მაჟორიტარული სიების წარდგენაზე მუშაობს პარტია „გირჩი“.
რვა ოპოზიციური პარტია კი არჩევნებს რუსულ სპეცოპერაციას უწოდებს და ბოიკოტს უცხადებს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, მათ მესამე ვადით მერობის კანდიდატად კახა კალაძე ოფიციალურად წარადგინეს. თბილისის მაჟორიტარულ სიას კი უახლოეს პერიოდში დაასახელებენ.