თვითმმართველობის არჩევნები – ოპოზიციის გეგმები

18:13, 26.07.2025

თვითმმართველობის არჩევნებამდე 70 დღე რჩება, პოლიტიკური პარტიების ბოლო პოზიციები კი ჯერჯერობით უცვლელია. არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს „გირჩი“, პარტია „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“. სხვა ოპოზიციურ პარტიებს ამ საკითხზე მკაცრი შეხედულება აქვთ – ისინი ოთხ ოქტომბერს გასამართ კენჭისყრას ბოიკოტს უცხადებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართული ოცნება“ საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია და ოპონენტებს მარცხისთვის განწირულს უწოდებს.

მსგავსი