თვითმმართველობის არჩევნები – ოპოზიციის გეგმები
„ლელოსა“ და გიორგი გახარიას პარტიას შორის კონსულტაციები გრძელდება. პოლიტიკური ჯგუფები თვითმმართველობის არჩევნებისთვის საერთო კანდიდატების შერჩევას ცდილობენ, მათ შორის შესარჩევია თბილისის მერობის კანდიდატიც. თუმცა, როგორც გახარიას გუნდში ამბობენ, ეს არც თავად გიორგი გახარია და არც ჯაფარიძე-ხაზარაძე არ იქნებიან. „ლელო-გახარიას“ საქართველოს არჩევნებში მონაწილეობის გამო, კვლავ მკაცრად აკრიტიკებენ ბოიკოტში მყოფი ოპოზიციონერები. რაც შეეხება მმართველ გუნდს – „ქართული ოცნება“ საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია.