თვითმმართველობის არჩევნები - ოპოზიციის გეგმა
ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიებიდან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უკვე ღიად აქვთ გაცხადებული პარტიებს „გახარია საქართველოსთვის“ და „გირჩს“. ჯერ კიდევ ფიქრის პროცესშია „ლელო“, სადაც ამ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება. უცვლელია იმ რვა ოპოზიციური პარტიის პოზიცია, რომლებმაც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე უარი წერილობით დააფიქსირეს.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, უმრავლესობაში ამბობენ, რომ მათთვის სულერთია, ჩაერთვებიან თუ არა ოპონენტები საარჩევნო პროცესში, რადგან საბოლოო შედეგი მაინც უცვლელი იქნება- „ქართული ოცნება“ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს, ოპოზიციური პარტიები კი პოლიტიკური ველიდან ეტაპობრივად გაქრებიან.